|
|
ყაზბეგის რაიონი საქართველოს
დედაქალაქიდან 2 საათის სავალ გზაზე
(140 კმ) მდებარეობს. გზა გადის ჯვრის
უღელტეხილზე, სადაც არის მსოფლიო
მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო
კომპლექსი გუდაური. ყაზბეგის
ადმინისტრაციული ცენტრი სტეფანწმინდა
რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 11
კმ-ზე და მყინვარწვერის (5047 მ)
ქვედა კალთებზე მდებარეობს. აქ არის
ულამაზესი ბუნება, მრავალი ხეობა,
მდინარე და ტბები. კავკასიონის
ერთ-ერთი ულამაზესი მწვერვალის,
მყინვარწვერის არა მარტო ნახვა არამედ
დალაშქრვაც არის შესაძლებელი,
მყინვარწვერის ძირში არის სამების
ეკლესია (2100 მ), ხოლო მყინვარში
ერთ–ერთ გამოქვაბულში არის
მართლამადიდებლური სალოცავი, რომელიც
ევროპაში და შეიძლება მსოფლიოში
ყველაზე მაღლა მდებარეობს (4100 მ). |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|