სასტუმრო "თერგი", მათ საყურადღებოდ ვისაც იზიდავს მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობა, დასვენება, დროის გატარება სოფლისმკვიდრთა ყოფა-ცხოვრების გაცნობა საქართველოში, ყაზბეგის რაიონის დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგი) ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს, კავკასიონის ერთ–ერთი უმაღლესი მწვერვალის, მყინვარწვერის ქვედა კალთებზე. უმშვენიერესი ბუნება და კეთილი დიასახლისის მომსახურება დიდ სიამოვნებას და კმაყოფილებას მოჰგვრის იმ ტურისტებს, დამსვენებლებს და მოგზაურებს, ვინც გადაწყვეტს დასვენებას საოჯახო სასტუმროში "თერგი". სასტუმრო თერგი ორ სართულიანია. სტუმრების განკარგულებაშია სახლის მეორე სართული ოთხი ოთახით. სასტუმროს შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს 15 ადამიანს და შესთავაზოს ორ, სამ, ოთხ და ექვს საწოლიანი ნომრები ორი სველი წერტილით და სასადილო სამზარეულოთი. სასტუმროს განწესი: ერთი დღე–ღამე: ორჯერადი კვებით 50 ლარი, ერთჯერადით 40 ლარი, კვების გარეშე 30 ლარი. კვების რაციონი სტუმრებს შეუძლიათ შეარჩიონ სურვილებისამებრ. თქვენ მოგიწევთ მოგზაურობა მეტედ ეგზოტიკურ მხარეებში, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად გამოირჩევა გასტრონომიული იშვიათობით. შესაძლებლობა გეძლევათ გემო გაუსინჯოთ ადგილზე მომზადებულ ხინკალს, მწვადს, ხაჭაპურს. ყაზბეგის რაიონის თვალწარმტაცი ადგილები შეგიძლიათ მოიაროთ ფეხით, ასევე ცხენით და მანქანით, რასაც უზრუნველყოფს სასტუმრო "თერგი" დადგენილი ანაზღაურების მიხედვით.

 
 
 
View from hotel window View from hotel
 
    В ОТПУСК.РУ - все о туризме и отдыхе, поиск попутчиков, активный отдых,  горнолыжные туры,  информация о странах, описание отелей и отзывы об отелях, визы, авиа и ж/д билеты, расписание поездов, погода на курортах